“ჰანგი” თოთხმეტი ადამიანისგან შემდგარი მუსიკალური ჯგუფია, რომელიც ქმნის საკუთარ მელოდიებს ჰენდფენის, საქსაფონისა და ვოკალის თანხლებით.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი სპონტანურად ჩამოყალიბდა, მრავალი მეგობრული შეხვედრის საფუძველზე. ამ შეხვედრებზე ის ადამიანები, რომლებიც დღეს უკვე “ჰანგი” ის ჯგუფის წევრები ვართ, ჰენდფენის სიყვარულით ვიკრიბებოდით და პროცესში მივხვდით, რომ ჩვენს შორის შეიქმნა ველი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა თოთხმეტ განსხვავებულ და საინტერესო ადამიანს ჰარმონიულად გვემუშავა და ახალი მელოდიების შექმნისგან დიდი სიამოვნება მიგვეღო, ასე შეიქმნა “ჰანგი”.
დღეს უკვე აქტიურად ვატარებთ “ჰენდფენის საღამოებს”, რომლებზეც ვქმნით ჰარმონიულ, მისტიკურ, მშვიდ ატმოსფეროს სტუმრებისთვის, რაშიც ჰენდფენის ჟღერადობა ცენტრალურ როლს ასრულებს, ხოლო საქსოფონი და ვოკალი მუსიკას დამატებით სიღრმესა და ემოციურ ფენებს მატებს.
ჩვენი საერთო სურვილი მსმენელისთვის იმ სიხარულნარევი სიმშვიდის გაზიარებაა, რომელსაც დაკვრის პროცესში თოთეული მონაწილე განვიცდით.
